პუბლიკაციის ეთიკური სტანდარტი

საგამომცემლო ეთიკის განაცხადი

 

            ჟურნალი იცავს საგამომცემლო ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტს. სარედაქციო კოლეგია, ავტორები, რეცენზენტები და გამომცემელი ერთობლივად არიან პასუხისმგებელი უზრუნველყონ გამოცემის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.

            ჟურნალი იცავს სამართლიანობის, გამჭვირვალობის, კონფიდენციალურობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპებს და ხელმძღვანელობს Committee on Publication Ethics (COPE)-ის რეკომენდაციებით.

 

რედაქტორთა პასუხისმგებლობა:

 

            მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია პასუხისმგებელი არიან ჟურნალის სამეცნიერო შინაარსის ხარისხისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვაზე. სარედაქციო გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ წარმოდგენილი სტატიების აკადემიურ ღირებულებას, ორიგინალურობას, სამეცნიერო მნიშვნელობასა და მეთოდოლოგიურ გამართულობას, აგრეთვე ჟურნალის თემატურ სფეროსთან მათ შესაბამისობას.

 

რედაქტორები ვალდებული არიან:

 

            დასაბეჭდად წარდგენილი სტატიები შეაფასონ სამართლიანად და მიუკერძოებლად. ავტორთა ეროვნების, ეთნიკური თუ ინსტიტუციური კუთვნილების, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა ან სხვა პიროვნული მახასიათებლებისაგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;

            უზრუნველყონ ობიექტური, დამოუკიდებელი და დროული რეცენზირების პროცესი;

            გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და სათანადოდ მართონ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;

            მიიღონ შესაბამისი ზომები კვლევით ან პუბლიკაციასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევათა შემთხვევაში, მათ შორის, საჭიროებისამებრ გამოაქვეყნონ განცხადება მომხდართან დაკავშირებით, შეასწორონ, ან გააუქმონ/გამოითხოვონ პუბლიკაცია;

            ჟურნალში შემოსული მასალა დაბეჭდვამდე არ გამოიყენონ საკუთარ კვლევებში ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.

 

ავტორთა პასუხისმგებლობა:

 

            ავტორებმა უნდა წარადგინონ ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც არ ყოფილა გამოქვეყნებული და ამავე დროს სხვა გამოცემაში განსახილველად არ არის წარდგენილი.

 

ავტორები ვალდებული არიან:

 

            უზრუნველყონ წარდგენილი კვლევის სიზუსტე და კეთილსინდისიერება, დამოწმებული ნაშრომიდან ციტირებისა და მითითებების სიზუსტე;
            თავიდან აიცილონ პლაგიატი, მონაცემთა გაყალბება, დუბლირება და აკადემიური გადაცდომის სხვა ფორმები;

            თანაავტორებად დაასახელონ ყველა პირი, ვისაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი აქვს შეტანილი ნაშრომის შექმნაში და გამოსაქვეყნებლად წარდგენამდე მიიღონ ყველა თანაავტორის თანხმობა;

            დაუყოვნებლივ აცნობონ რედაქტორს, გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი შეცდომისა ან უზუსტობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ მის გასასწორებლად.

 

რეცენზენტის უფლება-მოვალეობები:

 

            წარმოადგინოს ობიექტური შეფასება და არგუმენტირებული მტკიცებულებები;

            დაიცვას კონფიდენციალობა; არ გააზიაროს ინფორმაცია სტატიის ან რეცენზიის შესახებ;

            აცნობოს ჟურნალის რედაქტორს და/ან სარედაქციო კოლეგიას, თუ მიიჩნევს, რომ მისი კვალიფიკაცია საკმარისი არ არის წარმოდგენილი ნაშრომის შესაფასებლად;

            ხელი შეუწყოს ავტორს ნაშრომის სრულყოფაში;

            დაიცვას სამეცნიერო ეთიკა, არ გააკრიტიკოს ავტორი პერსონალურად;

            სარეცენზიო ნაშრომის დებულებები გამოქვეყნებამდე არ გამოიყენოს საკუთარ კვლევაში.

 

ინტერესთა კონფლიქტი:

 

            ეთიკური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნაშრომის გამოქვეყნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა.

 

დარღვევები:


            საგამომცემლო ეთიკის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ჟურნალის რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ უნდა შეისწავლონ ვითარება და მოითხოვონ დამატებითი ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, მიმართონ დამატებით შემფასებლებს.
            სანქციების გამოყენების (არ დაბეჭდონ ნაშრომი, უკვე გამოცემის შემთხვევაში განათავსონ შესწორება ან განცხადება დარღვევის შესახებ; ამოიღონ ნაშრომი ჟურნალის ელექტრონული ვერსიიდან) უფლებამოსილება მათ მხოლოდ საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ აქვთ.

 

კონფიდენციალურობა:


            რედაქტორებმა და რეცენზენტებმა არ უნდა გაამჟღავნონ წარდგენილ სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს რეცენზირების ან საგამომცემლო პროცესი.