რეცენზირება
რეცენზირება
მიუკერძოებელი რეცენზირების პროცესი
ჟურნალი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს, რომ რეცენზენტთა შერჩევა და რეცენზირების პროცესი იყოს სამართლიანი, ობიექტური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი.
რეცენზენტები შეირჩევიან მათი აკადემიური კომპეტენციის საფუძველზე, ხოლო ჟურნალი ცდილობს თავიდან აიცილოს იმ პირების რეცენზენტებად მოწვევა, რომლებსაც ავტორებთან ახლო პროფესიული ურთიერთობა აქვთ ან მათთან პირდაპირ კონკურენციაში იმყოფებიან.
პირებმა, რომელთა ინტერესებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ობიექტურობას, უარი უნდა თქვან რეცენზენტობაზე.
ობიექტურობისა და თანმიმდევრულობის ხელშესაწყობად რეცენზენტები სტატიებს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ორიგინალურობა, სამეცნიერო მნიშვნელობა, მეთოდოლოგიურ სიზუსტე, მონაცემებისა და ანალიზის სანდოობა, წარმოდგენის სიცხადე, ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა და დასკვნების სანდოობა.
რეცენზიები უნდა იყოს ობიექტური, კონსტრუქციული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს მკაფიო სამეცნიერო დასაბუთებას.
სარედაქციო გუნდი ზედამხედველობას უწევს რეცენზირების პროცესს სამართლიანობის, თანმიმდევრულობის და ჟურნალის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. სარედაქციო გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ ნაშრმის სამეცნიერო ხარისხსა და ღირებულებას.
თუ რეცენზენტთა რეკომენდაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რედაქტორს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დამოუკიდებელი რეცენზია ან საკითხს წყვეტს რედკოლეგია.
რეცენზირების მთელი პროცესის განმავლობაში რეცენზენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ყველა წარდგენილი მასალის კონფიდენციალურობა და ნაშრომები შეაფასონ მხოლოდ მათი სამეცნიერო ღირებულების საფუძველზე. პიროვნული მახასიათებლების, ინსტიტუციური კუთვნილების ან სხვა არასამეცნიერო ფაქტორების გამორიცხვის საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ეს პროცედურები უზრუნველყოფს, რომ პუბლიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მხოლოდ სამეცნიერო სრულყოფილებას, მეთოდოლოგიურ სანდოობას, ორიგინალურობასა და ხელნაწერის წვლილს ცოდნის განვითარებაში.