ავტორთათვის

კრებულში სტატიის გამოქვეყნების წესები

 

შრიფტი: Sylfaen           

  1. სტატიის ავტორის მითითება
  • სახელი გვარი ბოლდით,
  • ხარისხი, სამსახური იტალიკით.

 

  1. სტატიის სათაური: შუაში, ბოლდით

 

  1. სტატიის ტექსტი:
    •  
    • ლიტერატურა ეთითება კვადრატულ ფრჩხილში (ნიმუში: [1, 34].) ორი ან მეტის მითითების შემთხვევაში ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილ-მძიმით (ნიმუში [1, 34; 5, 45].) სასვენი ნიშანი იწერება მითითების შემდეგ.
    • ბრჭყალები: ციტატის/ტექსტის დასაწყისში – ქვედა, დასასრულს კი ზედა ბრჭყალი („“).
    • წერტილი იწერება ბრჭყალს გარეთ (ნიმუში: `––––––~.)
    • აბზაცი უნდა იყოს შეწეული
    • ყურადღება უნდა მიექცეს ტირეს და დეფისის გამოყენებას
    • დოკუმენტის/წყაროს პუბლიკაციის შემთხვევაში კომენტარები შეიძლება გაკეთდეს გვერდის ან ტექსტის ბოლოს.

 

  1. ლიტერატურის მითითების წესი:
    • სათაური: დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა: (ბოლდით, შუაში).
    • ლიტერატურისა და წყაროების თანმიმდევრობა სტატიაში მათი მითითითების მიხედვით.
    • წიგნის მითითების წესი: ავტორის სახელი, გვარი (სრულად), წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, თარიღი.
    • კრებულში/გაზეთში/ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის მითითების წესი: ავტორის სახელი, გვარი (სრულად), სიტყვა – კრებულში/გაზეთში/ჟურნალში: და კრებულის დასახელება (ბრჭყალების გარეშე), გამოცემის წელი და ნომერი. ნიმუში: სახელი და გვარი, სტატიის სათაური, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2014 (14). გვერდები ეთითება ტექსტში და არა დამოწმებულ ლიტერატურაში.

 

  1. წყაროს მითითების წესი:
    • საარქივო დოკუმენტი: არქივის დასახელება (სრულად), ფონდის ნომერი, აღწერის ნომერი, საქმის ნომერი .
    • ვებგვერდის გამოყენების შემთხვევაში: სტატიის ავტორის სახელი გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სტატიის სათაური, ლინკი, საინფორმაციო პორტალის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს თარიღი.

 

  1. რეზიუმე ინგლისურად:
    • ავტორის სახელი და გვარი ბოლდით. მონაცემები ქართულის ანალოგიურად, იტალიკით
    • სათაური ბოლდით, შუაში
    • სიტყვა – Summary, ასევე შუაში
    • რეზიუმეს ტექსტი

ავტორებმა სტატია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: modernhistory@tsu.ge